სოფელ ჭალადიდში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა


14 February 2013
   იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სამადაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
    აღნიშნულ სამსახურში ადგილობრივი მოსახლეობა ერთ სივრცეში 200-ზე მეტ სერვისს, სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს.
   ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიეცათ საშუალება, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები, სოციალური დახმარებები და მოახდინონ მიწის რეგისტრაცია.
ცენტრში მოსახლეობა უფასო ინტერნეტით ისარგებლებს.