სოფელ ახალ ხიბულაში ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულდა



ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სოფელ ახალ ხიბულაში ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ობიექტზე შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, იატაკი მოეწყო კერამიკული ფილებით, მოხდა კედლებისა და ჭერის დამუშავება-შეღებვა, მოეწყო საწვიმარი ძაბრები და მილები.