მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ამ წმინდა დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს.

დღევანდელი დღის მადლი იყოს სრულიად საქართველოს შემწე.