სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა გრძელდება

    ხობის მუნიციპალიტეტში  ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’ გრძელდება. სოფელ ნოჯიხევში დასრულდა  ნაფოშტუს უბნის  მონაკვეთზე გათვალისწინებული ხიდ-ბოგირის მოწყობითი სამუშაოები.  პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა   სანაპირო ბურჯები,  წყალამრიდი ფრთები და  მონოლითური  რკინა- ბეტონის ფილები .
წლების განმავლობაში არსებულ მონაკვეთზე გადაადგილებისას  მოსახლეობას  სერიოზული   პრობლემები ექმნებოდა. ახალი  ხიდ-ბოგირი  ორმაგი  ტექნიკური დანიშნულებისაა. ის , როგორც  სატრანსპორტო და საფეხმავლო, ასევე წყალგამშვებ ფუნქციას  ითავსებს.  ამავე პროგრამით ნოჯიხევში,   პროფესიული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე  ამოიწმინდა   სანიაღვრე არხები,  პარალელურად   მოეწყო ახალი სანიაღვრე არხი, რომელიც შეამცირებს სასოფლო სამეურნეო და მოსახლეობის  საკარმიდამო ნაკვეთების  დაჭაობებას.