,, ცოტნეობა’’- ზე ხარების მონასტერში ჯვარი აღიმართება


12 აგვისტოს ხობში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში ეკურთხება ჯვარი და პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების სახელობის მშენებარე სამონასტრო კომპლექსში ტაძრის გუმბათზე აღიმართება. სექტემბერში ხობის საერთაშორისო ფესტივალის დღეებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის- ილია მეორის ლოცვა- კურთხევით 21-ე საუკუნის საქართველოს ქრისტიანულ სალოცავებს სამონასტრო კომპლექსის სახით პატრიარქის რეზიდენცია შეემატება.