ახალი ხიბულის #2 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - " მწვანე ნაბიჯი"

 

სიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის #2 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - " მწვანე ნაბიჯი"
🌿🌿🌿
პროექტი დაფინანსდა დანიის მთავრობის, ორგანიზაცია CENN-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, რომლის ფარგლებში სკოლაში მოეწყო სკვერი, სკოლის ფასადზე დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, სკოლის ფოიეში განთავსდა პოსტერები "როგორი იქნება ჩემი სოფელი და თემი 50 წლის შემდეგ .
🌿
გამოცხადდა ესეების კონკურსი, გამოვლინდა 3 გამარჯვებული,რომელთაც გადაეცათ ფასიანი საჩუქრები
🏆
l - ადგილი - ანასტასია თოდუა
🏆
Il - ადგილი - ნინო ვეკუა
🏆
III - ადგილი - ლიზი ხარამიშვილი
🏆
პროექტის იდეის ავტორი - თეკლე სიჭინავა.
აღნიშნულმა აქტივობებმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინათ თავიანთი სოფლის მომავალი, გამოეხატათ საკუთარი იდეები, გარემოს გაუმჯობესებისა და თემის განვითარების შესახებ.
🌿🌿🌿