ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, მ.კიკალეიშვილის ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმს" უთხრეს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამავე ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
ხამისკურში მერის წარმომადგენლის თეიმურაზ კაკულიას ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მისივე თქმით, სახლიდან საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხდა. კაკულია ამბობს, რომ მერია დაზარალებულს დაეხმარება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.