ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის წევრი სიკვდილს გადაარჩინა?!


საფეხბურთო გუნდის ხობის “კოლხეთის” კაპიტანმა, გიორგი გოგენიამ “მეშახტეს” ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა
როცა, ტყიბულის სტადიონზე “მეშახატესა” და ხობის “კოლხეთს” შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად, ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს, გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა.
სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავად სხეულის დაზიანება მიიღო.

დახმარების აღმოჩენა რამდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო, შესაძლოა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.
გიორგი გოგენია ხობიდანაა და უკვე 20 წელია, ფეხბურთს თამაშობს. როგორც ,,აიპრესთან” აცხადებს, 13 წლის იყო, როცა ფეხბურთზე შევიდა და მას შემდეგ, სპორტის ამ სახეობას არ ღალატობს. იგი პროფესიით ეკონომოსტია.
“როცა ვნახე, რომ ორი ფეხბურთელი წაიქცა, ვეღარ გადავწყვიტე რომელთან მივსულიყავი. ჩემი გუნდის წევრი გონზე იყო, ამიტომ პირველი იმასთან მივედი, ვინც გონზე არ იყო. არ დავბნეულვარ და უცებ კბილები გავუხსენი და სუნთქვა დაიწყო. დეტალურად ვერ ვიხსენებ, რა როგორ მოხდა. დარწმუნებული ვარ, ყველა ასე მოიქცეოდა,”- აცხადებს გოგენია.
მისი თქმით, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და რეაქციები, რომელიც მისმა ქმედებამ გამოიწვია, ძალიან ახარებს.
“სხვადასხვა საფეხბურთო გუნდებში ვთამაშობდი, მაგალითად, “თბილისის ოლიმპიში”, “ფოთის კოლხეთში”. ბოლოს, ისევ მშობლიურ “ხობის კოლხეთს” დავუბრუნდი. პარალელურად, სხვადასხვა საქმით ვარ დაკავებული, თუმცა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ფეხბურთს ეძღვნება.
განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია და ვფიქრობ, ყველა იგივეს გააკეთებს. ადამიანური ფაქტორია, როცა ადამიანს სჭირდება დახმარება და შენ ეს შეგიძლია, უნდა დაეხმარო. ამ მიდგომით გავიზარდე და სულ ასე ვიქნები,”- აცხადებს გოგენია.
წყარო: https://ipress.ge/new/vin-aris-phekhburtheli-romelmats-motsinaaghmdege-gundis-tsevri-sikvdils-gadaarchina/?fbclid=IwAR1ZdakhI7Yh6N441bC4UpJOZosZIjWToSvoBT3FQPZ_CynnFG0d5STeqU8

კოლხეთის კაპიტანმა მეშახტეს ფეხბურთელი გადაარჩინა (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბ ტყიბულის “მეშახტეს” ოფიციალური Facebook გვერდი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ეროვნული ლიგა 3-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც ტყიბულში, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის არენაზე გაიმართა და რომელშიც მასპინძლებმა ხობის “კოლხეთთან” 3:0 იმარჯვეს, მეგრული კლუბის კაპიტანმა მეტოქის ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა.
მატჩის მიმდინარეობისას, საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს. გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება. დახმარების აღმოჩენა რამოდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.
https://www.live.ge/fexburti/kolkhethis-kapitanma-meshakhtes-phekhburtheli-gadaarchina/



გაიცანით, „კოლხეთის“ გუნდის კაპიტანი, რომელმაც ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

ხობის „კოლხეთის“ კაპიტანმა გიორგი გოგენიამ, „მეშახტეს“ ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა. „პრაიმტაიმი“ გიორგი გოგონიას დაუკავშირდა. გუნდის კაპიტნის განცხადებით, საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად დაშავებული ფეხბურთელები ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.
„თამაში სტადიონზე შეწყდა დაახლოებით, 15 წუთით. შეჯახებისას საშინელი ხმა იყო... მე ეგრევე მოვახდინე რეაგირება. ტყიბულელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა. კრიჭა გავუხსენი და აღმოვუჩინე პირველადი დახმარება, მერე დავრეკე სასწრაფოში და ბიჭები გადაიყვანეს საავადმყოფოში, ბიჭები დღეს გამოწერეს, ნახევარი საათის წინ გამოწერეს და თავს კარგად გრძნობენ“, - ამბობს გუნდის კაპიტანი.
თამაშის გმირი ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობს. გიორგი გოგონიას ბაბუა ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ 60-იან წლებში.  
გიორგი გოგენია: „12-13 წლიდან ვთამაშობ.ბაბუა,მამა ფეხბურთელები იყვნენ. ბაბუა-კოტე  გოგენია ცნობილი ფეხბურთელი იყო 60-იან წლებში, არაერთ საფეხბურთო გუნდში თამაშობდა. ვამაყობ მისი შვილიშვილი რომ ვარ... სპორტის ამ სახეობით დაინტერესება სწორედ, მისი დამსახურებაა. მეც საქართველოს სხვადასხვა გუნდებში მითამაშნია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემს გუნდს დავუბრუნდი. გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც მაკისრია გუნდის წინაშე. ყველა ჩვენს გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნი“.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ტყიბულის სტადიონზე „მეშახატესა„ და ხობის „კოლხეთს„ შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად, ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს.
გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება.
დახმარების აღმოჩენა რამოდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.
ავტორი: თეა შონია

https://www.primetime.ge/news/1570623523-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90?fbclid=IwAR1Nqrr7gf4iZoqOgm8rQjsz2l3De9GLl2bV4E2Buh-A0nM3DzagSmqDmRM