ხობში თერმული ნისლით საკარმიდამო ტერიტორიები დამუშავდა


ხობის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
✔7 ოქტომბერს, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა ქ. ხობის, ზემო ქვალონის, თორსა-დღვაბის, ნოჯიხევის, პირველი მაისის, ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულები
✔ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება
✔ ამ დროისთვის მავნებელი მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან შენობებისკენ გადაადგილდება, რის გამოც სოფლის ტერიტორიებზე და ტყის პერიმეტრებზე გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები და ხდება მათი წერტილოვანი დამუშავება
 ✔ ღონისძიებების პარალელურად, მექანიკური მეთოდების გაცნობის მიზნით, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან, რადგან ღონისძიებების პროცესში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და საკარმიდამო ტერიტორიებზე მექანიკური მეთოდებით ბრძოლა მავნებლის წინააღმდეგ 📣 ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.parosana.ge





ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!