ლაშა გვასალიას მიერ სოციალურ ქსელში გამოხატული წუხილი ტარიელ გელანტიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით


ახლა შევიტყვე - უზენაესი საბჭოს წევრის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლის, სახელოვანი მამულიშვილისა და ბრწყინვალე კოლხის - ტარიელ (რომული) გელანტიას გარდაცვალება და შოკში ვარ. ბატონი ტარიელი თავის მრავალშვილიან ოჯახთან ერთად გერმანიაში გადაიხვეწა იძულებით, შევარდნაძის ხუნტა, მას და მის დარ ფიცის ერთგულ, უღალატო ქართველებს მოსაკლავად დასდევდა.

"სიცოცხლე გადავარჩინე, მაგრამ ჩემი ვაჟკაცები, მიუხედავად იმისა, რომ ძირ-გულამდე ქართველობენ უცხო ქვეყანაში, მაინც მოკლებულნი არიან იმას, რითაც მე გავიზარდე, ამ "იმას" ასე ადვილად ვერ ახსნი, რადგან მასში ყველაფერი ერთადაა ჩატეული..."- წერდა ერთ- ერთ ინტერვიუში ბატონი ტარიელი.

განიცდიდა სამშობლოსგან მოშორებას, უცხო ქვეყანაში რომ უხდებოდა ცხოვრება იმას, განიცდიდა და დაუგროვდა მოუშუშებელ ტკივილად...

წავიდა დიდი მამულიშვილი...

სახელოვანი კოლხი...

ყველაფერთან ერთად, ის ჩემი თანარაიონელი და თანასოფლელი იყო, ჩემი გურფულელელი...

ვწუხ!.. ნათელი დაგადგეს ძვირფასო ადამიანო!..









უფალმა აცხონოს ტარიელ გელანტიას სული
#ხობელთახსოვნა
დაბადების ადგილი: ქ. ხობი.
დაბადების თარიღი: 18-03-1951
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1978-1990 წ.წ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1983-1990წწ. შეთავსებით ჟურნალ "ეკონომისტის" განყოფილების გამგე; 1991-1992წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხობის საარჩევნო ოლქი, პრეზიდიუმის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (1991-1992); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ტარიელ ამირანის ძე გელანტია. დაკრძალვა 25 ოქტომბერს ქ. ფრაიბურგში. 13 საათზე.
Hauptfriedhof
Friedhofstraße 8
79106 Freiburg im Breisgau
13:00 Uhr



























ტარიელ გელანტია ოჯახთან ერთად