სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

🔹საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 🔹შეხვედრაზე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საგრანტო პროგრამაზე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების ხედვებზე, ეკონომიკური განვითარების ფაქტორებზე და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. 🔹გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით, ეხმარება საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის სისტემური რეფორმის განხორციელებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. 🔹შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილე მახარე ჩოკორაია, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Facebook