ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში


ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა ლელობურთში. შეჯიბრების გამარჯვებული ძველი ხიბულის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ახალმა ხიბულამ დაიკავა.
პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრება, რომელიც ლელობურთის ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ემსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და (ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.