ხობში, გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება


ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 269999 ლარს შეადგენს
ცენტრის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ
სამშენებლო სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება
ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.