ხობში რეგიონალური პირველობა მძლეოსნობაში გაიმართა

ხობის ცენტრალურ სტადიონზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობა გაიმართა მძლეოსნობაში. სპორტსმენები 60, 100, 200, 400 მეტრზე რბენაში, სიგრძეზე ხტომასა და ბირთვის კვრაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პირველობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მძლეოსნობის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.