პირველ მაისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა



პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიადაათვალიერა
შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები 
სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა 
ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 19446 ლარი დაიხარჯა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.