ხამისკურში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკუკაოში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.
სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ, ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, თეიმურაზ კაკულიასთან ერთად დაათვალიერა.
სტადიონის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 25000 ლარი გამოიყო. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.