ახალი სასწავლო წელი დაიწყო

16 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასწავლო პროცესს 311 პირველკლასელი მოსწავლე შეუდგა, მათ შორის 273 საჯარო სკოლებში, რომელთაც სახელმწიფოსგან საჩუქრად წიგნები და ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. 38 პირველკლასელი სწავლას კერძო სკოლაში შეუდგა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ, საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან ერთად მიულოცეს.



























ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!