საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

✔16 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო
✔ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ მიულოცეს
✔მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში 1140 აღსაზრდელია ჩარიცხული.