თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587130 ლარს შეადგენს.
✔ 1.2-კილომეტრზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი
✔ ამოიწმინდება სანიაღვრე არხები
✔ მოეწყობა რკინა-ბეტონის მილები
✔ სამუშაოს შპს „ბილდინგ გრუპ 17“ აწარმოებს
შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.