სკოლებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა


ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის N2 და საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა დასრულდა
დასრულებული პროექტები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა
ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 116765 ლარს შეადგენს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო