მერმა ხილის ჩირის მწარმოებელი საწარმო დაათვალიერა


ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხილის ჩირის მწარმოებელი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს.
საწარმო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ, „თოლისკურის“ ხელმძღვანელთან, გვანცა კიკალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
სოციალური საწარმო „თოლისკური“ ევროკავშირის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  პროექტის - სოციალური მეწარმეობა  - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის  ფარგლებში შეიქმნა.
ჩირი ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება. საწარმოში დასაქმებულია იძულებით გადაადგილებული ორი პირი.