გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში


8 აგვისტოს, ხამისკურის  ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ხეთის (ცენტრი) გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხამისკური, ანგარიშით 5-1 დაამარცხა. ხოლო მესამე ადგილი ხეთის (სატურას) გუნდმა დაიკავა
    ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
   ფინალურ მატჩს, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი  გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  დოდო გაბუნია  ესწრებოდნენ.
     სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ()იპ ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის ორგანიზებით განხორციელდა.