საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა.

ვაჟა სირაძემ თანამდებობაზე მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

ვაჟა სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
წყარო:http://frontnews.eu