საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ალექსანდრე არჩაია


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთში 9 მასწავლებელს სიგელები გადასცა. დაჯილოდებულებს შორის ხობის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ალექსანდრე არჩაიაა.
   ალექსანდრე არჩაია ხობის საპატიო მოქალაქეა, ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი და დამსახურებული მასწავლებლის ტიტულის მფლობელი. მასთან  ერთად დაჯილდოებაზე სიგელები ასევე გადასცეს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებს: სულიკო ბასილაიას, ნანა კაციტაძეს, ტარიელ გაგულიას, ჯულიტა კვარაცხელიას, დიმონ არახამიას, ელეონორა ჩიქოვანს, ლუარა ჯიქიას და ციური გაბლიანს.
  ხობის მუნიციპალიტეტის მერია ალექსანდრე არჩაიას და ყველა დაჯილდოებულ მასწავლებელს  ულოცავს მათი ღვაწლის კიდევ ერთხელ დაფასებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.