მერის წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ ხობში ნაპოვნი მამაკაცი ვინმეს ეცემა



ხობის სოფელ ქვემო ქვალონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში 58 წლის მამაკაცი ადგილობრივმა იპოვა, რომელიც ამ ბაღის წინ ცხოვრობს. სოფელში მერის წარმომადგენელმა ცოტნე დადიანმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ის თითქმის უგონოდ იწვა იატაკზე. თავი, მისი ვარაუდით წაქცევისას დაარტყა, რის გამოც ყურებიდან სისხლი სდიოდა.

მერის წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ მამაკაცი ვინმეს შეიძლება ეცემა, რადგან განმარტა - არის ძალიან უკონფლიქტო და სოფლის მცხოვრებლებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"ის, რომ ვინმეს ეცემა, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა", - განმარტა მან.

მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში ნაპოვნი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოფელ ქვემო ქვალონში ნაპოვნი 60 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალში განუცხადეს, მამაკაცს თავის ქალის ტრავმა და თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნება.
"მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება კომაში. შემოყვანილია ქალა ტვინის ტრავმით, თავის ტვინის დაჟეჟილობითა და ტრავმული სისხლჩაქცევით. სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია ოპერაციაზე", - ამბობენ საავადმყოფოში.
60 წლამდე მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში იპოვეს.

ქვემო ქვალონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ნაპოვნი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის ცენტრში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცი იპოვა, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ქვემო ქვალონის გამგებლის ცოტნე დადიანის ინფორმაციით, დაშავებული პოვნისას მძიმე მდგომარეობაში იყო და ის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"როცა იპოვეს, როგორც ვიცი, უგონო მდგომარეობაში იყო. სავარაუდოდ, წაქცეულია და თავი აქვს დარტყმული, ნეკნიც მოტეხილიაო, მითხრეს. აქ მარტო ცხოვრობს, ოჯახის წევრები თბილისში ჰყავს. რა მოხდა, არ ვიცით, თუმცა, კონფლიქტური პირი ნამდვილად არ არის", - უთხრა რადიო "ათინათს" დადიანმა. 

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, ის კომაში, მართვით სუნთქვაზეა.

"შემოყვანილ პაციენტს აღენიშნება ქალა ტვინის ტრამვა, თავის ტვიმის დაჟეჟილობა, ტრამვული სუბდურული სუსხლჩაქცევა, სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია ოპერაციაზე", - აღნიშნა კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. 

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: http://www.radioatinati.ge/regioni/article/69648-qvemo-qvalonis-yofili-sabavshvo-baghis-shenobashi-napovni-mamakacis-mdgoamreoba-mdzimea.html