„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ - ქარიატა

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სასაფლაოს და სპორტული მოედნის შემოღობვა მიმდინარეობს. 
სოფელ გამოღმა ქარიატაში სტადიონის ღობის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 27000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუბი 2010“ აწარმოებს.
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.