გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებთან გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, გაიმართა დისკუსია დისკრიმინაციული მიდგომებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე. ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის
საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.