ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლები ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის - ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 2017-2018 წლებში, აღნიშნული პროგრამით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ჩვიდმეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფონდ „აფხაზინტერკონტმა“ დაიწყო პროექტის „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის–ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს: - სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსებას; ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას -სოციალური პროექტების დაფინანსებას შემოსავლების წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით - სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, შეტანილი ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან არ არის გასული ერთი წელი. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://aic.org.ge/ ტელფონი: 593 307969; 598 710777.

წყარო:www.khobi.ge/fb