სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ხობში

✔ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ქალაქ ხობში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ქალებთან შეხვედრა გამართეს 
✔ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
 ✔ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ,,ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე 
✔ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ