ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში


ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში (15, 16 ივლისი) გაიმართება ლექციებისა და სემინარების ციკლი თავისუფლების, სამართლიანობისა და სახელმწიფოს იდეათა შესახებ.
ზაფხულის სკოლაში მიმდინარე ლექცია-სემინარებს სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ნორბერტ ვასცეკი უძღვება.
ნორბერტ ვასცეკმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1984 წელს. სხვადასხვა წლებში იყო ოკლანდის, ერლანგენის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 2003 წლიდან დღემდე, არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 21 მონოგრაფიისა და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა.
ზაფხულის სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
წყარო:www.khobi.ge