რა მოხდა ხობელი თათარიშვილების ოჯახში, როცა ნოე ჟორდანიას გემმა საქართველო დატოვა [ვიდეო] Livepress.ge

69 წლის ადა თათარიშვილი საოჯახო ალბომიდან საგულდაგულოდ შენახულ სამ ფოტოს გვიჩვენებს.

"ეს ბებიაა, მარიამ ჭოჭუა. ულამაზესი ქალი იყო. გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ეს კი ბაბუა, ვლადიმერ თათარიშვილი. მისი მხოლოდ ორი ფოტოა შემორჩენილი. სულ რაღაც 34 წლის იყო, როცა საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. მოკლეს"
ლადის, როგორც მას შვილიშვილი მოიხსენიებს, საბჭოთა რეჟიმმა ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას თანამოაზრეობა არ აპატია.

"ბაბუა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ყოფილა. ფიცხი ყოფილა ძალიან. არ ეგუებოდა იმას, რასაც ხედავდა და ექნებოდა წინააღმდეგობდა... თურმე ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო ნოე ჟორდანიასთან. ეს ვიცი, ისევ და ისევ ბებიის ნათქვამი. თურმე ბებიას ძმებს გაუგიათ, რომ ბაბუა ნოე ჟორდანიას უნდა გაჰყოლოდა საზღვარგარეთ.

აი მაშინ, ორსართულიანი სახლი გვქონდა და დაბლა ჰქონდა პატარა ოთახი. ბაბუა ჩაიყვანეს თურმე მოტყუებით ცოლის ძმებმა. სიცილ-ხარხარით ჩაუყვანიათ და ჩაკეტეს ოთახში, რომ არ წაყოლოდა ნოე ჟორდანიას. გაგიჟდა თურმე ბაბუა, რას მიკეთებთ თქვენო. არა, შენ არ დატოვებ ოჯახს, შენ აქ უნდა იყოო. შენ გაარკვევ შენს მდგომარეობას და საქართველო არ უნდა დატოვოო. როცა გემი უკვე მოცილდა შავი ზღვის ნაპირებს და საქართველოს, აი მაშინ გამოუშვეს ბაბუა. ამას სულ აყვედრიდა თურმე, ეს რა გამიკეთეთო".

ადა თათარიშვილი გვეუბნება, რომ ცეცხლს გადარჩენილი გერმანულენოვანი ორი წიგნი, ლაიფციგში და დრეზდენში იყო გამოცემული. ისინი დღეს ვლადიმერ თათარიშვილის ქალიშვილის სახლში, ფოთში ინახება.

ბრძოლას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ვლადიმერ თათარიშვილი ოჩამჩირეშიც განაგრძობს. ნოე ჟორდანიას თანამოაზრეს და "სახელმწიფოს მტერს" დაქირავებული თანამოქალაქე, ვინმე მარღანია დუქანში კლავს.

"თურმე დუქანში მომუშავე პატარა ბიჭმა ბაბუას უთხრა, ლადი ხობიდან მოკითხვა შემოგითვალესო... გამოვიდა თურმე დუქნიდან გახარებული და თქვა ხობელებიდანო? ჩემი ოჯახიდანო? - ვინც მივიდა ამ კაცმა უთხრა, აი საჩუქარი გამოგიგზავნესო და პირდაპირ ნაგანი დაადო და ადგილზე მოკლა. 33 წლის ასაკში დაქვრივდა ბებია. დარჩა 4 შვილი: უფროსი ბიძა, 9 წლის, მამა 7 წლის, მამიდა 5 წლის და უმცროსი ბიძა 3 წლის".