ქალაქ ხობში არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ხობში, ილია ჭავჭავაძის, ილია ვეკუას, იაკობ გოგებაშვილის და ცოტნე დადიანის ქუჩებზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ. რკინაბეტონის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე 105 000 ათას ლარამდე დაიხარჯება, ხოლო არხების გამტარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის დროს დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.