საჯიჯაოში წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა

6 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში, წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, სოლო შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები, დამსწრე საზოგადოების წინაშე, ქართული ხალხური ცეკვებით და სიმღერებით წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. დასასრულს კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ქეთინო კაკაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქორეოგრაფებს მადლობა გადაუხადა ხელოვნების განვითარებისთვის გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.