„სპორტი ბარიერების გარეშე“ - გამარჯვებულების დაჯილდოება

ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, მუნიციპალიტეტის პირველობაში - „სპორტი ბარიერების გარეშე“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებული საჯარო სკოლების მოსწავლეები, თასებითა და სიგელებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვეს მინიფეხბურთში გოგონათა შორის მესამე ადგილი ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მეორე ადგილზე ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო ჩემპიონები ხობის N 1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა. მინი ფეხბურთში ჭაბუკთა შორის მესამე ადგილი დაიკავა საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილზე გავიდა ჭალადიდის საჯარო სკოლა, ჩემპიონები გახდნენ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. კალათბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის ჩემპიონები გახდნენ ახალი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები. სპრინტში 60მ, გარბენში გოგონათა შორის ჩემპიონი გახდა მირანდა ვეკუა ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა, ხოლო ჭაბუკთა შორის ლუკა ჯგერენაია ხობის N2 საჯარო სკოლიდან. ჭადრაკში გოგონათა შორის გამარჯვებული გახდა ნინო თუთბერიძე, ხოლო ჭაბუკთა შორის პირველი და მეორე ადგილები გიორგი შონიამ ხობის N1 საჯარო სკოლიდან და მათე გერგაიამ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლიდან გადაინაწილეს.