ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინიფეხბურთში


ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობამ მინიფეხბურთში. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2009-2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობს.
საფეხბურთო პირველობის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრების ფინალური შეხვედრები 23 ივნისს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.