მიმდინარეობს ზემო ქვალონის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 47 850 ლარია, ი.მ. ,,გია ღურწკაია“ ახორციელებს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზემო ქვალონის მაჟორიტარ დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს. საბავშვო ბაღში გამოიცვლება კარები, შეილესება კედლები, ჭერი, გადაიხურება სახურავი და მოწესრიგდება სველი წერტილები. ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.