დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში (video)

26 მაისს,  ხობის ცენტრალურ სტადიონზე  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ქალაქ ხობის გუნდმა ხამისკურის „ხამისკური“, ანგარიშით 1-0 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ქვემო ქვალონის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
 გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.