აქცია „ღამე მუზეუმში“


აქციას „ღამე მუზეუმში“ ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმში ღია კარის დღე გაიმართა. მუზეუმის სპეციალისტმა ნანა ჯალაღონიამ მეგრულ ფოლკლორში ქართული ხალხური სიმღერის მოამაგეთა ღვაწლის შესახებ ისაუბრა. ხოლო, ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ეთნოგრაფიული მასალების და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა მოწყო.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია  ესწრებოდნენ.
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.