ხობელი ხვიჩა ჯგერენაია და ნაკრების მოთამაშე ბიძინა სამხარაძე რაგბში რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ

ბიძინა სამხარაძე  და ხვიჩა ჯგერენაია
რუმინეთის სარაგბო პირველობის გამარჯვებული „ბაია მარე“ გახდა. რუმინული გუნდის შემადგენლობაში ხობელი ხვიჩა ჯგერენაია ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ახალწვეულმა ხვიჩა ჯგერენაიამ გუნდს გამარჯვება პირველივე სეზონში მოაპოვებინა.   ის პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლება და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში სთავაზობენ თამაშს. ხობელი მორაგბე ოდესის "კრედო 1963"-დან რუმინეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდში 2018 წელს გადაბარგდა.
გუნდის ძირთად შემადგენლობაში ქართველი სპორტსმენები ხვიჩა ჯგერენაია და ნაკრების მოთამაშე ბიძინა სამხარაძე თამაშობენ.