,,სვიმონ კანანელის გზაზე" მომლოცველები ხობში (ვიდეო



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 1 მაისს  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე", კვირა დღეს 19 მაისს, მსვლელობის მონაწილეებს ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძართან შეხვდნენ.
პარაკლისი არქიმადიტრმა გიორგიმ აღავლინა, მანვე განაცხადა, რომ ხობის საკათედრო ტაძარში 20 მაისს ჩაატარებს წირვას
მსვლელობა 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება.წმ. სვიმონ კანანელმა, წმ. ანდრია მოციქულთან ერთად, იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა აფხაზეთში, გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.


 „სვიმონ კანანელის გზა“ სვეტიცხოვლის ტაძრიდან ენგურის ხიდამდე
ხობის წმ.სამების სახელობის ტაძარი


















































+