ხობის მუნიციპალიტეტის პირველი პირების მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად



გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს ერთიანობას, ძლიერებას და წინსვლას!

   ირაკლი (დაჩი) ბერაია
საქართველოს პარლამეტის წევრი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი

გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში.სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
26 მაისი, ასევე არის ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის - მერაბ კოსტავას დაბადების დღე.
სწორედ, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და ღირსეულმა მამულიშვილებმა შეგვინარჩუნეს უმთავრესი ეროვნული ფასეულობები.
ხობის მუნიციპალიტეტი ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით ხვდება. მობრძანდით და ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი





ძვირფასო ხობელებო, თანამოქალაქენო! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს-საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი არის გმირული ისტორიული წარსულის, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სახელოვანი წინაპრებისა და „ყოველთა ქართველთა“ სანუკვარი ოცნებისა და გამარჯვების სიმბოლო. სწორედ დამოუკიდებლობის ამ აქტის საფუძველზე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს. დღესაც უდიდესი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა...ჩვენს თაობას წილად ხვდა, საქართველოსათვის უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია გავუფრთხილდეთ წინაპართა მონაპოვრებს, გავაგრძელოთ და ბოლომდის მივიყვანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიული მემკვიდრეობის-ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რათა დავუმკვიდროთ ჩვენს სამშობლოს და მომავალ თაობას ღირსეული ადგილი ცივილიზებულ და თავისუფალ სამყაროში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ეროვნული გმირის, ერის სინდისად აღიარებული მერაბ კოსტავას დაბადების დღე, რომელიც ასევე სიმბოლურად და განგების ნებით ემთხვევა ამ თარიღს...შევეხმიანოთ მის ზეციურ ხმას „ჩვენთან არს ღმერთი“ -არს და იქნება! კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე