ჭალადიდში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)


ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ  ერთეულში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ, ასოციაცია „მერკურის“ ფსიქოლოგმა, იურისტმა და სოციალურმა მუშაკმა შეხვედრის მონაწილეებს  გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე,  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
 შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით ჩატარდა.