მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, მეფუტკრეებს, მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკური მეთოდები გააცნეს. მეფუტკრეებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონების მასშტაბით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ფაროსანას აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა წერტილოვანი შეწამვლები ტარდება. უსაფრთოების წესები დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე სადაც საფუტკრეებია განთავსებული შეწამვლითი ღონისძიებები საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია, მაშინ მოხდება. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს, ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. ფაროსანას საწინააღმდგეო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე.