``ათინათის“ წარმომადგენლებმა კვლევების პრეზენტაცია გამართეს

17 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია - ასოციაცია „ათინათის“ მიერ ჩატარებული კვლევების - „საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ“ და „ბიზნეს კომპანიები საქართველოში: დამოკიდებულება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის შედეგების პრეზენტაციას ხობში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.