რიონის მიმდებარედ აღკვეთილი შეიქმნება


 ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში რიონის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიების შექმნა
რიონის აღკვეთილის შექმნის მიზანი ზუთხისებრთა სახეობის დაცვა და აღდგენაა
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, კატეგორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
რიონის აღკვეთილი დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს.