ზემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 1 მილიონ 425  ათას ლარამდე დაიხარჯება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
გზის მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე წლის 10 იანვარს, ზემო ქვალონში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მთავარი გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააცნო.