მხიარული თამაშები ქ.ხობის №1 საბავშვო ბაღში

 ქ.ხობის №1 საბავშვო ბაღში  სასწავლო-საამღზრდელო პროგრამის მიხედვით  ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის აქტივობები. ამჯერად ხელოვნების, დრამატული და მუსიკალური აქტივობების გარდა პედაგოგებმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობა ჩაატარეს.
მასწავლებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ,რომ პატარების ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები გამოავლინონ და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ  მათ განვითარებას.
ამ ეტაპზე პროგრამის მიხედვით წარმოადგინეს თემა „მხიარული თამაშები.“აქტივობაში სხვადასხვა სახის თამაში აჩვენეს. ბავშვები ორ გუნდად იყვნენ გაყოფილი და მათთან ერთად მათი მშობლები იყვნენ ჩართულნი.
პატარებმა კარგი მომზადება აჩვენეს. 
    წარმოდგენილი აქტივობა მიზნად ისახავდა აღსაზრდელების სისწრაფისა და სიმარდის განვითარებას, წონასწორობისა და კოორდინაციის განმტკიცებას, ამავე დროს პატარებში დადებითი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა გუნდის სიყვარული, ერთიანი ძალებით თამაში, დასახული ამოცანის გადაჭრა-გამარჯვებას და მეგობრების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას.
„მხიარული თამაშები“ მართლაც სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.