ხობის მერია ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ კაპანაძეების ოჯახს დახმარებას გაუწევს

ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიამ, 2019 წლის 25 მარტს, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები კაპანაძეების ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები შეისწავლა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს.

ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს.


აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია ეხმარება. 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 28 ბენეფიციარს, 40 000 ლარის დახმარება გაეწია.