გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა


ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
 გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, თამუნა სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, დისკრიმინაციის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
შეხვედრას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.