„კოლხეთის“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის გამარჯვება (ფოტო+ვიდეო)


ხობის ცენტრალურ სტადიონზე ქალთა საფეხბურთო ლიგის პირველი ტურის მატჩში  ხობის „კოლხეთმა“ თბილისის „ნორჩ დინამოელს“ უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.
მიმდინარე გათამაშებაში ხაშურის „ივერია“, ლანჩხუთის „ლანჩხუთი“, ქუთაისის „მართვე“, ბათუმის „დინამო ბათუმი“, თბილისის „ნიკე“, ხობის „კოლხეთი“, ჩხოროწყუს „სამეგრელო“, თბილისის „ნორჩი დინამო“, გორის „გორი იუნაიტედი“ და ახალციხის „ზარზმა“ მონაწილეობს.
ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს სპორტული ინვენტარი და ფირმა „ჯომას“ სათამაშო ფორმები გადაეცათ.
ქალთა ლიგაში „კოლხეთი“ (მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია) 2018 წლიდან
მონაწილეობს, ხოლო გუნდის წევრები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობენ.
შეხვედრას საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერი თეო გონგაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.
მორიგ შეხვედრას,  „კოლხეთი“, 19 აპრილს, სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ გამართავს.